ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ავთანდილ რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება

მიმდინარე წლის 20-28 თებერვალს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: გუდიაშვილის ქ. N7) გაიმართება აფხაზეთის ომის ვეტერანის, მხატვარ ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 100 ფერწერული ტილო_ პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ბატონი ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თვითნასწავლი მხატვარი გახლავთ. ეს გამოფენა მისი რიგით მეხუთე პერსონალური გამოფენაა. … Continue reading ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ავთანდილ რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება